LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ვეტოს დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს

37

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ყველა მხარესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილმა განცხადება დღეს გააკეთა იმ საკითხზე, თუ რამდენად მოსალოდნელია, პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კანონს ვეტო დაადოს.
მან აღნიშნა, რომ გარკვეულ კითხვის ნიშანს ბადებს ის ფაქტი, რომ კანონის მიღება ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე მოხდა.
”ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას და მოსაზრებებს არ ვიცნობთ, უკვე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება უკვე გააცნო როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე პარლამენტის თავმჯდომარეს”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ახლადმიღებულ კანონს ხელს მოაწერს თუ ვეტოს დაადებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს.
პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები დღეს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები