LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტობის კანდიდატს ზაფხულის მეორე ნახევარში დავასახელებთ – ირაკლი კობახიძე

17

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერ ნაადრევია. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, „ქართული ოცნება“ კანდიდატს ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს.

„საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერჯერობით არის ნაადრევი. სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის–აგვისტოში დასახელდება ჩვენს მიერ ოფიციალურად კანდიდატი. მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი კონსულტაციები იყო, კონსულტაციებსაც ვერ დავარქმევთ იმას, რა მსჯელობაც ჩვენ გვქონდა აქამდე. გაგრძელდება განხილვები და ამის საფუძველზე შევჯერდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები