LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება: მესი მარადონაზე უკეთესია

31

მესი ჯობია თუ მარადონა? ამ კითხვას ალბათ პასუხი არც არასოდეს გაეცემა.

აი არგენტინის პრეზიდენტ მაურისიო მაკრისთვის კი საკითხი ნათელია. მესი საუკეთესოა და მარადონა კი, როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული სულაც არ ყოფილა.

პრეზიდენტი მესის დიდი გულშემატკივარია და აღნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე მეტი წვლილი სწორედ ლეოს აქვს შეტანილი.

“მესი გაცილებით უკეთესია მარადონაზე” – განუცხადა არგენტინის პირველმა პირმა ტელეარხ RT Marca-ს.

„მსოფლიოში ყველაფერი ვითარდება და არც ფეხბურთია გამონაკლისი. შედარება, რა თქმა უნდა რთულია, რადგან მარადონას ეპოქაში სხვა სათამაშო სტილი და სისწრაფეები იყო, ახლა კი დონე საკმაოდ მაღალია და ჩემი არჩევანიც ბუნებრივია”, – ასე ახსნა პრეზიდენტმა მესის უპირატესობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები