LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩაწერა ადეკვატურ ნაბიჯად არ მიაჩნია

35

საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩაწერა ადეკვატურ ნაბიჯად არ მიაჩნია, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ მე, როგორც ჩემი წინა პოლიტიკური ცხოვრებით, ასევე როგორც პრეზიდენტი, მუდმივად აქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაღრმავებსა და ჩვენს მისწრაფებაზე ნატო-სკენ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ მიმაჩნია, რომ ეს ადეკვატური ნაბიჯია. ქართველი ხალხის ნება ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციისთვის არის მთავარი გარანტი და არა ის ჩანაწერი. მითუმეტეს, ჩანაწერი, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩანაწერი კონკრეტულად რაღაც პოლიტიკური დისკუსიის თუ პოლიტიკური შეთანხმების შედეგია. კონსტიტუციაში პოლიტიკური მიმართულებები, ამა თუ იმ ალიანსში გაწევრიანება, ხომ შეიძლება ჩავგვეწერა მაშინ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა ვიყოთ, გაერო-ს წევრი უნდა ვიყოთ, ევროკავშირის, ნატო-ს წევრი უნდა ვიყოთ, ამის ჩაწერა გულწრფელად რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსის ძალიან ერთგული როგორც გამტარებელი, ისე იდეურად ამის მომხრე პოლიტიკოსი ვარ, არ მიმაჩნია, რომ ეს კონტიტუციაში უნდა ეწეროს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები