LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიანკა ჩოპრა მეგან მარკლის ქორწილს დაესწრება, მაგრამ მეჯვარე არ იქნება (ფოტო)

545

მსახიობი პრიანკა ჩოპრა, რომელიც ბოლო დროს პოპულარული გახდა სერიალით Quantico, ამჯერად პოპულარულ ტელეშოუს „დილა მშვიდობისა ამერიკა“ სტუმრობდა.  მსახიობის ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ ჩოპრა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს დაეწრება, თუმცა მარკლის მეჯვარე არ იქნება. ბოლო დროს მედიაში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ პრიანკა ჩოპრა, როგორც მეგან მარკლის უახლოესი მეგობარი, სამეფო ქორწილში მეჯვარე იქნებოდა. აქვე ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჰარის მეჯვარე მისი ძმა, პრინცი უილიამი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩოპრა ინდოელი მსახიობია, რომელმაც კარიერა ჰოლივუდში გააგრძელა და უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მისი კარიერა კი სილამაზის კონკურსებში მონაწილეობით დაიწყო და 2000 წელს „მის მსოფლიოს“ სილამაზის კონკურსში გამარჯვებით დაგვირგვინდა. დღეს პრიანკა ჩოპრა ABC-ის ყველაზე პოპულარული სერიალის მთავარი გმირია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები