LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიანკა ჩოპრა ნიკ ჯონასზე დაინიშნა (ფოტო)

280

ბოლო რამდენიმე თვეა მედია აქტიურად აშუქებს ცნობილი მსახიობის, პრიანკა ჩოპრასა და მუსიკოს ნიკ ჯონასის ურთიერთობას. ის, რომ წყვილს რომანი აქვს, ამაზე უკვე არავინ დაობს. ამჯერად კი პაპარაცებმა დააფიქსირეს, რომ შეყვარებულებს ერთნაირი ბეჭდები უკეთიათ. ამან კი გაამყარა მოარული ჭორები იმის თაობაზე, რომ „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი ჩოპრა და ნიკ ჯონასი დანიშნულები არიან.

პირველად ეს ბეჭდები ფოტოგრაფებმა ივნისში, ინდოეთში ვიზიტის დროს შენიშნეს. უკვე მოგვიანებით ჩოპრა პაპარაცებმა ნიუ-იორკში გამოიჭირეს, სადაც სერიალ „ქუანტიგოს“ ვარსკვლავს იგივე ბეჭედი ეკეთა.

შეგახსენებთ, რომ რომ წყვილის ურთიერთობა მაისში დაიწყო და მას შემდეგ ისინი თითქმის სულ ერთად არიან. საინტერესოა, რომ ამ დრომდე პრიანკა ჩოპრას პირად ცხოვრებაზე არაფერი იყო ცნობილი. ნიკ ჯონასი კი უწინ ოლივია კულპოსა და ქეით ჰადსონს ხვდებოდა.

 

 

Brothers. The tradition continues. 🇺🇸

A post shared by Nick Jonas (@nickjonas) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები