LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიანკა ერთ დღეს სამი სხვადასხვა სამოსით გამოჩნდა ფოტოგრაფებთან (ფოტო)

223

„მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი და მსახიობი პრიანკა ჩოპრა ცნობილი ამერიკული სერიალის Quantico-ს პრომოუშენითაა დააკვებული. გარდა ამისა, ჩორპა უახლოესი მეგობრის მეგან მარკლის ქორწილისთვისაც ემზადება, სადაც სტუმრის ამპლუაშია მიწვეული. პაპარცებმა მსახიობი მაშინ დააფიქსირეს, როცა ის ნიუ-იორკში ABC-ის პოპულარული სერიალის აქტიურ სარეკლამო კამპანიას ეწეოდა. პრიანკა ერთ დღეს სამი სხვადასხვა სამოსით გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. სამივე შემთხვევაში ლამაზმანმა არჩევანი თეთრ ფერზე გააკეთა.

პირველად პრიანკა თეთრი ფერის პერანგითა და ქვედაბოლოთი გამოჩნდა. შემდეგ კოქტეილის თეთრ კაბაში, ხოლო ბოლოს თეთრი მინიატურული კაბით, რომელიც ოქროსფერი ორნამენტებით იყო გაფორმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები