LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარის დონალდ ტრამპი არ მოსწონს – რატომ იქნება ტრამპის ვიზიტი უხერხული

35

ამერიკაში ვიზიტად მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი დედოფლის სახელით საკუთარ ქვეყანაში მიიწვია.

ინგლისის დედოფალმა 109 სახელმწიფო ვიზიტს უმასპინძლა, მაგრამ დონალდ ტრამპის სტუმრობა მასთან ყველაზე უხერხული იქნება რამდენიმე მიზეზის გამო. მედია წერს, რომ პრინცი ჰარი სატელევიზიო რეალითი-შოუს ყოფილი ვარსკვლავის  თაყვანისმცემლების რიგში არ არის და ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ადამიანის უფლებებს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის.

ამას გარდა, სახელმწიფო ვიზიტისას უხერხულობებს სხვა მიზეზებიც შექმნის.

 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეეძლო პრინცესა დაიანასთან სექსი ჰქონოდა

1997 წელს გამოცემასთან BuzzFeed ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეეძლო, დაიანასთან სექსი ჰქონოდა. პრინცესას გარდაცვალებიდან სულ ცოტა დრო იყო გასული, როდესაც ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დაიანასგან ძალიან თბილი, ლამაზი წერილი მიიღო, რის საპასუხოდაც პრინცესას ყვავილების თაიგული გაუგზავნა. ჟურნალისტის კითხვაზე კი, შეეძლო თუ არა მას სექსი ჰქონოდა დაიანასთან, ტრამპმა უპასუხა – „კი, ვფიქრობ შემეძლო“.

 გასულ წელს კი მან პირს მორგანთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არანაირი რომანტიკული დამოკიდებულება ლედი დაიანასთან მას არ ჰქონია.

 

 

დონალდ ტრამპის ძველი „ტვიტები“ ქეით მიდლტონის შესახებ

 „ტვიტერზე“ დაწერილი ძველი პოსტები ქეით მიდლტონის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუვიწყეს და ხშირად აზიარებენ. 2012 წელს ქეითის ნახევრად შიშველმა ფოტოებმა ტრამპიც დააინტერესა და დაწერა, რომ მიდლტონს მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაედანაშაულებინა სურათების გადაღებაში.

„ქეით მიდლტონი ძალიან კარგია, მაგრამ შიშველი არ უნდა გარუჯულიყო, მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულოს,“ – დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები