LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარის შემცვლელი გამოუჩნდა – პრინცესა დაიანას ძმისშვილი ლუი (ფოტო)

158

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ქორწილის ტრანსლირებისას  საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მომხიბვლელი ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც სტუმრებს შორის იმყოფებოდა. ეს პრინცესა დაიანას ძმისშვილი და პრინცი ჰარის ბიძაშვილი, ლუი სპენსერია. ლუი ცერემონიაზე დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ცნობილია, ისიც რომ ლუი სპენსერი 24 წლისაა და ის ამ დრომდე დასაოჯახებელია.

ლუი სპენსერი ამჯერად ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლობს, მისი დედა ცნობილი მოდელი ვიქტორია ლოკვუდია. საინტერესოა, რომ ლუი სპენსერს მომღერალ ნიკი მინაჟთან რომანსაც მიაწერდნენ. მედიაში წერენ, რომ პრინცი ჰარის შემდეგ ლუი სპენსერი გოგონების ახალი გულთამპყრობელი ხდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები