LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ემოციური შეხვედრა ფანებთან (ფოტო)

67

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი მაისშია დაგეგმილი, იქამდე კი ყველაზე რომანტიკული სამეფო წყვილი ოფიციალური ვიზიტების სერიას განაგრძობს.

ამჯერად მომავალი მეუღლეები ბირმინგემს სტუმრობდნენ, სადაც ერთდროულად რამდენიმე ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ქალაქში ჩასულ სტუმრებს უამრავი ბრიტანელი ხელში დროშებითა და პლაკატებით დახვდა. წყვილი საზოგადოებაში ტრადიციისამებრ ხელჩაკიდებული გამოჩნდა. მოგვიანებით კი პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ხალხთან გადაინაცვლეს, განსაკუთრებით ემოციური იყო მეგან მარკლის შეხვედრა პატარა ფანებთან. 36 წლის მსახიობმა არჩევანი ერთდროულად რამდენიმე ბრენდის სამოსზე გააკეთა. ის J. Crew-ის პალტოში, All Saints-ის სვიტერსა და Alexander Wang-ის შარვალში იყო გამოწყობილი. ანსაბლს კი Altuzarra-ს ჩანთა ასრულებდა.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ბირმინგემში ვიზიტისთვის სპეციალურად ქალთა საერთაშორისო დღე შეარჩის. ამ დღეს ისინი იმ ორგანიზაციებს ესტუმრნენ, რომლებიც ახალგაზრდა ქალების მოტივაციასა და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებში ჩართვაზე მუშაობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები