LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ უილიამი და ქეითი პარიზს პირველად ესტუმრებიან

70

თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის დედაქალაქში, ავტოკატასტროფის შედეგად უილიამის დედა, პრინცესა დაიანა დაიღუპა. კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ამ ფაქტის მერე პარიზს პირველად ეწვევიან.

საფრანგეთში უილიამი და ქეითი მარტში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების თხოვნით ჩავლენ, თუმცა ეს ვიზიტი არ იქნება ოფიციალური. 18 მარტს ისინი საფრანგეთი-უელსის რაგბის მატჩს დაესწრებიან, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრფა ფრანგ ლიდერებთან და ოფიციალური ვახშამი ბრიტანეთის ელჩთან.

პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები