LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა ევგენია საქორწილო კაბაში გამოჩნდა – სამეფო ქორწილი დაიწყო (ფოტო)

120

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წელს რიგით მეორე, გრანდიოზული ქორწილი დაიწყო. დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი, პრინცესა ევგენია უინძორის სასახლის საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ მივიდა. კიბეებთან პრინცესა მამამ, პრინცმა ედუარდმა მიაცილა, საკურთხეველთან კი მას საქმრო, ჯეკ ბრუნკსბერკი ელოდა.

ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა, ვის კაბას ჩაიცვამდა ევგენია ქორწილში. უკვე ცნობილია, რომ ევგენიამ არჩევანი პიტერ პოლოტოსა და კრისტოფერ დე ვოსის მიერ შექმნილ საქორწილო კაბაზე გააკეთა. როგორც ყველა სამეფო ოჯახის წევრს, მასაც ქორწილში სამეფო ტიარა უკეთია.

ცოტა ხნის წინ უინძორის სასახლეში მივიდნენ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი. როგორც მოსალოდნელი იყო, ქეითი ქორწილში ალექსანდრე მაქკუინის კაბით მივიდა. ასევე უინძორის სასახლეში იმყოფებიან მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. წელს პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ქორწილში მეყვავილეების როლს ასრულებენ. სასახლეში ასევე იმყოფება დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი.

სტუმრებს შორის , სამეფო ქორწილში გამოჩნდნენ რობი უილიამსი და აიდა ფილდი. ასევე ნაომი ქემპბელი, დემი მური, პიპა მიდლტონი, ლივ ტაილერი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები