LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა ევგენია უინძორის სასახლეში მივიდა – წლის მეორე  სამეფო ქორწილი იწყება

409

სულ რამდენიმე საათში უინძორის სასახლე მოწვეული სტუმრებითა და გულშემატკივრებით აივსება. დღეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი დედოფალ ელისაბედის კიდევ ერთი შვილიშვილის, პრინც ედუარდისა და სარა ფერგიუსონის ქალიშვილის, პრინცესა ევგენიასა და ჯეკ ბრუნკსბერკის ქორწილს აღნიშნავს. ჯვრისწერის ცერემონიალი უინძორის სასახლეში გაიმართება, სწორედ იქ, სადაც მაისში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ იქორწინეს.

ქორწილისთვის ყველაფერი მზადაა. გულშემატკივრებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ფოტოგრაფებმა კი დააფიქსირეს უინძორის სასახლეში მიმავალი ევგენია და ჯეკ ბრუნკსბერკი. ევგენია, რომელმაც საგრძნობლად დაიკლო წონაში, „კლაუდია პელროტის“ მწვანე კაბაში იყო გამოწყობილი. სასახლეში უკვე მივიდა პატარძლის და, პრინცესა ბეატრისი, რომელიც მეჯვარის როლს ითავსებს. ასევე პრინცი ედვარდი და სარა ფერგუსონი.

საქორწინო ცერემონიალს შეგიძლიათ პირდაპი ეთერში მიადევნოთ თვალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები