LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა სამეფო სტატუსზე უარს სიყვარულის გამო ამბობს

172

იაპონიის პრინცესა მაკო საკუთარ სამეფო სტატუსზე უარს ამბობს, როგორც „სიენენი“ წერს – სიყვარულის გამო.

ტელეკომპანიას იაპონიის სამეფო ოჯახის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ 25 წლის პრინცესა ასევე 25 წლის კეი კომუროზეა დანიშნული. კომურო იურიდიულ კომპანიაში მუშაობს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. ის მონაწილეობდა ტურისტულ კამპანიაში.

წყვილი ერთმანეთს ხუთი წლის წინ შეხვდა ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში.

ნიშნობა ოფიციალური მხოლოდ საჩუქრების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გახდება, თუმცა ამბავმა განაახლა სამეფო ოჯახის წევრების შემცირების შესახებ მითქმა-მოთქმა. ამჟამად იაპონიის სამეფო ოჯახს 19 წევრი ჰყავს, მათგან 14 ქალია.

სამეფო წესის მიხედვით, გვირგვინი გადაეცემა მამრობითი სქესის მემკვიდრეს, რომელიც ამჟამად იაპონიაში სულ სამია – პრინცები ნარუჰიტო, აკიშინო და აკიშინოს შვილი, ჰიზაჰიტო.

პრინცესა მაკოს გარდა, სამეფო ოჯახში კიდევ ექვსი დასაოჯახებელი პრინცესაა, რომლებიც ასევე დაკარგავენ სამეფო სტატუსს, თუ საკუთარი წრის ადამიანზე არ დაქორწინდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები