LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი BBC-ის რადიოსთვის გადაცემას მოამზადებს

39

BBC-ის პოპულარულ რადიოგადაცემა today-ში სიახლეებია. ძალიან მალე აღნიშნული გადაცემის მიწვეული რედაქტორი პრინცი ჰარი გახდება.

“პრინცი მჭიდროდ თანამშრომლობს რადიოგადაცემასთან და გამოშვებისთვის ამზადებს მასალას სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ახლგაზრდებში ძალადობაზე, გარემოს დაცვასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რადიოგადაცემის ეთერში ტრადიციულად შობიდან ახალ წლამდე პერიოდში სპეციალური გამოშვებები გადის. რედაქტორებად კი ცნობილ ადამიანებს იწვევენ.

ამჯერად ჰარისთან ერთად რადიოგადაცემისთვის რობოტიც იმუშავებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტენოლოგიის გამოყენებით ინტერვიუებს ჩაწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები