LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კენსინგტონის სასახლის კოტეჯში იცხოვრებენ (ფოტო)

48

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწინების შემდეგ კენსინგტონის სასახლეში, ნოტინგემის კოტეჯში იცხოვრებენ. წყვილმა სწორედ ამ კოტეჯიდან გააკეთა ოფიციალური განხადება ნიშნობის თაობაზე. ამ კოტეჯს Nott Cott-ს ეძახიან, ის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკუთრებაა და აქ პრინცი ჰარი უკვე 4 წელია ცხოვრობს. საინტერესოა, რომ სწორედ ამ კოტეჯში გადავიდნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც ქორწინების შემდეგ.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ წყვილის გეგმები შვილებთან დაკავშირებით. BBC-ისთვს მიცემულ პირველ ერთობლივ ინერვიუში ჰარის კითხვა შვილებთან დაკაშირებით დაუსვეს. ჰარიმ განაცხადა, რომ ისინი ბავშვებზე უკვე ფიქრობენ და ამის შესახებ ინფორმაციას ასევე მედიით გაავრცელებენ. წყვილს ოფიციალურად უკვე მიულოცეს პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა. ასევე ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლის საქორწილო კაბას ავსტრალიელი დიზაინერი, სტივენ ჰალილი შეკერავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები