LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ შვილს ელოდებიან (ფოტო)

88

ამ წუთებში კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურეს, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილს ელოდებიან: „გაცნობებთ, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია პირველ შვილს ელოდებიან, რომელიც ქვეყანას 2019 წლის გაზაფხულზე მოევლინება. სამეფო ოჯახი მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარს თბილი მოლოცვებისა და წერილებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ავსტრალიური ტურნე დღეს დაიწყო. საინტერესოა, რომ დღესვე პრინცესა ევგენიას ქორწილის შემდეგ მეგანმა კიდევ ერთხელ სცადა დაემალა მუცელი, რაც მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სასექსის ჰერცოგინიას ხელში საქაღალდე ეჭირა და ასევე ცდილობდა დაემალა მუცელი. დასავლური მედია ამტკიცებდა, რომ ის ორსულადაა და ამ ფაქტის გასაჯაროებას სამეფო ოჯახი არ ჩქარობდა. რამდენიმე საათში ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ დაადასტურა.

სიდნეიში ვიზიტის პირველ დღეს 37 წლის მეგანმა არჩევანი შავი ფერის კლასიკურ შარვალზე, შავ პალტოსა და OZ-ის ელეგანტურ ფეხსაცმელზე გააკეთა. ხვალ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის დატვირთული სამუშაო დღე აქვთ. ისინი სიდნეიში ადგილობრივ ზოოპარკსა და ოპერის თეატრს ესტუმრებიან. საინტერესოა, რომ მეუღლეები ავსტრალიაში ათკაციანი დამხმარე გუნდით ჩაფრინდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები