LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საზოგადოებაში ერთად პირველად გამოჩნდნენ

38

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი თავის შეყვარებულ მეგან მარკლისთან ერთად ხელჩაკიდებული ,  საჯაროდ პირველად გამოჩნდა. წყვილი Invictus Games-ის თამაშს ტორონტოში დაესწრნენ.

რამდენიმე დღის წინ  გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცმა ჰარიმ ბებიას ელისაბედ II-ს თავისი შეყვარებული გააცნო. მანამდე კი პრინცმა მეგან მარკლი ძმას, რძალს, მამას და დედინაცვალს გააცნო.
მეგან მარკლს სერიალების მოყვარულები იცნობენ სერიალიდან Suits-ს, რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. თუმცა, 35 წლის მეგანს მსახიობობის გარდა სხვა, უფრო საინტერესო მონაცემებიც აქვს: ის ბლოგერი და მწერალია, ამასთან, გაერო-ში ქალების უფლებებს იცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები