LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საზოგადოებაში ერთად პირველად გამოჩნდნენ

65

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალმა ელისაბედმა პრინცი ჰარის რჩეული წლევანდელ შობაზე არ დაპატიჟა, ეს უკანასკნელი ცდილობს, საყვარელ ქალთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.

მათი რომანის შესახებ ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა, თუმცა საზოგადოებაში ერთად ისინი მხოლოდ ამ დღეებში გამოჩნდნენ. წყვილი ლონდონის მაღაზიას „Pins and Needles“ ესტუმრა, სადაც ნაძვის ხე ერთად აარჩიეს. სამეფო ოჯახის წევრისა და მისი მეგობარი გოგოს გამოჩენაზე კი კომენტარი მაღაზიის დირექტორმა  გააკეთა: „ორივე ძალიან საყვარელი იყო და არც შეუმჩნევიათ, რომ გარშემო ხალხი უყურებდა. მათ აარჩიეს უზარმაზარი ნაძვის ხე, ბედნიერი შობა გვისურვეს და დაგვემშვიდობნენ. ხალხი იმდენად დაიბნა, რომ არცერთ მათგანს აზრად არ მოსვლია ფოტო მაინც გადაეღო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები