LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უილიამისა და ქეით მიდლტონის სახლში ცხოვრობენ (ფოტო)

77

მეგან მარკლი პაპარაცებმა ამჯერად ნოთინგემის სახლთან დააფიქსირეს. როგორც ჩანს, შეყვარებულები, რომელთა რომანი თავად კენსინგტონის სასახლეში დაადასტურეს, ამჯერად ერთად ცხოვრობენ. ეს სწორედ ის სახლია, სადაც ადრე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ცხოვრობდნენ. პაპარაცებმა „ფორს-მაჟორის“ ვარსკვლავი მაშინ დააფიქსირეს, როცა ახალგაზრდა მსახიობი შიპონგიდან შეყვარებულის სახლში ბრუნდებოდა.

მეგან მარკლიმ საშოპინგოდ სპორტული სტილის სამოსი შეარჩია. მსახიობს კეპი ეხურა, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო პაპარაცებისთვის. ჯერ უცნობია, მივა თუ არა წყვილის ურთიერთობა ქორწინებამდე, თუმცა მარკლი პირველია ჰარის მეგობარი გოგონებიდან, რომელიც სამეფო ოჯახის კუთვნილ რეზიდენციაში ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები