LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი მეგან მარკლს ხელს წელს სთხოვს

31

პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მიმდინარე წელს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი თავის რჩეულს ხელს სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობაზე არცერთი მხარე არ საუბრობს და არც საერთო ფოტოებს იღებენ, ცნობილია, რომ მათი რომანი იმაზე სერიოზულია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენელია. ლონდონში გატარებული ახალი წლის შემდეგ, წყვილი რამდენიმე დღით ნორვეგიას ესტუმრა, ამჯერად კი ორივე მათგანი საკუთარ საქმეს დაუბრუნდა.

„ჰარი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი მეგანის მიმართ. აქამდე ასე ის არცერთი ქალით არ ყოფილა გატაცებული. არავის გაუკვირდება თუ უახლოეს მომავალში ის მას ხელს სთხოვს. პრინცს თავის აქვს დაკარგული“, – ყვება ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ მარტში ჰარი მეგობრის, ტომ ინსკიპის ქორწილში მეჯვარედ არის დაპატიჟებული, სადაც, რა თქმა უნდა, მეგანიც იქნება. პაპარაცები კი წყვილის ერთად დასაფიქსირებლად უკვე ემზადებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები