LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი მსახიობზე გაზაფხულზე იქორწინებს – წყვილი ახალი სტატუსით საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

48

კენსინგტონის სასახლის ეზოში, პრინცი ჰარი თავის საცოლესთან, მეგან მარკლთან ერთად, დღეს საზოგადოების წინაშე, ახალი სტატუსით, პირველად გამოჩნდა.  წყვილი ნოემბრის დასაწყისში დაინიშნა, თუმცა, სამეფო ოჯახმა ეს ამბავი ოფიციალურად მხოლოდ დღეს დაადასტურა. ჰარიმ მეგანზე დანიშვნის შესახებ ჯერ ელისაბედ მეორეს, შემდეგ კი საცოლის მშობლებს აცნობა და მათგან თანხმობაც მიღო.

წყვილმა  ერთმანეთი საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნეს და წელიწადნახევარი ხვდებოდნენ.საცოლე პრინც ჰარიზე სამი წლით უფროსია.  მეგან მარკლი პროფესიით მსახიობია. წყვილი პირველად ერთად კანადაში, Invictus-ის თამაშების დროს გამოჩნდა. ცნობილია, რომ მათ ქორწილი გაზაფხულზე ექნებათ, კონკრეტულ თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თვე და რიცხვს სამეფო ოჯახი მოგვიანებით დაასახელებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები