LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი ნანობს, რომ დედის გარდაცვალების შესახებ დიდ ხანს არ საუბრობდა

59

ბრიტანეთის პრინცი ჰარი წუხს, რომ დიდი ხნის მანძილზე დედის გარდაცვალების შესახებ არ უსაუბრია, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

1997 წელს, როდესაც დაიანა ავტოკტასტროფაში გარდაიცვალა, ჰარი 12 წლის იყო.

საქველმოქმედო პროექტის Heads Together ფარგლებში, რომლის მიზანია, დაეხმარონ  ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს, პრინცი ჰარი ესაუბრა ფეხბურთელ რიო ფერნანდინს, რომლის ცოლი გასულ წელს გარდაიცვალა.

„ძალიან ვნანობ, რომ დედაჩემის გარდაცვალების შესახებ არასოდეს მისაუბრია,“ – განაცხადა ჰარიმ.

მოგვიანებით, გადაცემა BBC Breakfast-ში მან აღნიშნა :

„ნორმალურია, რომ ძალიან განიცდი, მაგრამ ამის შესახებ უნდა ისაუბრო. ეს არ არის სისუსტე, სისუსტეა გქონდეს პრობლემა, რომელსაც არ აღიარებ და არ ცდილობ, გადაჭრა,“ – აღნიშნა ჰარიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები