LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი ქორწილში 1 200 ადამიანს დაპატიჟებს

86

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში 1 200 ადამიანს დაპატიჟებენ. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

გარდა მოწვეულის ტუმრებისა, კონსიგტონის სასახლეში წყვილისა და სტუმრების ვიზიტს თვალს 2 640 ადამიანი ადევნებს თვალს.

სასახლის ადმინისტრაციის ცნობით, “პრინცს და მეგან მარკლის სურთ, საზეიმო განწყობის ნაწილი საზოგადოებაც გახდეს”.

ქორწილს ადგილობრივი სამეფო სკოლების 100 მოსწავლე და უინძორების სასახლის თანამეგობრობის 610 წარმომადგენელიც დაესწრება.

ჯვრის წერის ცერემონიას წმინდა გიორგის სამლოცველოში არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი ჩაატარებს. საეკლესიო მსახურებაზე კი ეპისკოპოსი დევიდ კონერი იქნება პასუხისმგებელი.

დღის პირველ საათზე ახლადდაქორწინებულები ეტლით წავლენ უინძორის სასახლეში, სადაც მათ სტუმრები დახვდებიან. საღამოს კი პრინცი სადღესასწაულო წვეულებას გამართავს მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და უახლოესი მეგობრებისთვის.

ქორწილს დააფინანსებს ბრიტანეთის სამეფო სახლი, მათ შორის ვერემონიას, მუსიკას, ყვავილებს და სადღესასწაულო მიღებას.

მეგან მარკლი კი, ჯვრისწერამდე ანგლიკანური რწმენის მისაღებად მოინათლება.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჯვარს 19 მაისს დაიწერენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები