LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი საკუთარ რომანს ოთხი თვის მანძილზე მალავდა საზოგადოებისგან

79

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა ახლა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია. წყვილთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ჰარი და მეგანი ოთხი თვეა ურთიერთობას მალავდნენ. ერთ-ერთმა წყარომ კი ჟურნალისტებს უამბო, როგორ დაიწყო ბრიტანეთის პრინცის ახალი სასიყვარულო რომანი.

თავდაპირველად ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ და ყოველდღე მიმოწერა ჰქონდათ, მოგვიანებით კი ურთიერთობა უფრო რომანტიკული გახდა.

ჰარი და მეგანი მეგობრებთან ერთად ივლისში „სოჰო ჰაუსში“ იმყოფებოდნენ, ლონდონში, ამის შემდეგ კი მეგობრების გარეშეც დააფიქსირეს ერთად. ბოლო პერიოდში მარკლი კენსინგტონის სასახლის ხშირი სტუმარი გახდა.

ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც პრინცი და მეგანი დააახლოვა,მსახიობის ძაღლებია, რომელიც მარკლმა თავშესაფრიდან აიყვანა. ჰარის ძალიან მოსწონს, რომ მეგანი ყურადღებიანი და მზრუნველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები