LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი სიმამრის გასაცნობად მექსიკაში მიემგზავრება (ფოტო)

57

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწილო ცერემონიალის შემდეგ მეუღლეები აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას იწყებენ. ქორწილის შემდეგ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პირველად პრინც ჩარლზის 70 წლის იუბილეზე გამოჩდნენ. შემოდგომაზე მეუღლეების ავსტრალიური ტურნე კი უკვე დაანონსდა.

ამჯერად კი დასავლური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უახლოეს პერიოდში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მექსიკაში გაემგზავრებიან, სადაც ჰარი სიმამრს, ტომას მარკლის გაიცნობს.

შეგახსენებთ, რომ ტომას მარკლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამეფო ქორწილს ვერ დაესწრო. ის პაპარაცებმა მარკეტში სწორედ ქორწილის დღეს დააფიქსირეს. სავარაუდოდ წყვილი მექსიკაში თაფლობის თვის დასრულების შემდეგ გაემგზავრება, რომელიც პრინცი ჩარლიზს დაბადების დღის გამო გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები