LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარის ემოციური შეხვედრა პატარა გულშემატკივართან (ფოტო)

116

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ავსტრალიური ტურნე განსაკუთრებულად რეზონანსული გამოდგა. წყვილის ყოველი ახალი გამოჩენა წამყვანი გამოცემების მთავარი თემა ხდება. განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა ქალაქ დუბოში ვიზიტი, სადაც სასექსის ჰეროგსა და მის მეუღლეს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ყვავილებით, წერილებით, საჩუქრებით ხელში ფანები საათობით ელოდნენ სამეფო წყვილის გამოჩენას.

ყველაზე დიდი ყურადღება პრინც ჰარისა და პატარა ბიჭის შეხვედრამ გამოიწვია, რომელმაც პრინცს ყვავილები აჩუქა.  განსაკუთრებულად ელოდებოდა პრინც ჰარის თინეიჯერი გოგონაც, რომელსაც სპეციალურად მომზადებულ პლაკატზე ეწერა, რომ ჰარი მას 4 წლის ასაკიდან უყვარს. პრინცი ჰარი მასთან მივიდა, გოგონამ კი ემოციების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები