LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში ტერეზა მეი და დონალდ ტრამპი არ დაპატიჟეს

47

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის 19 მაისს დაგეგმილ ქორწილში პოლიტიკოსებს არ დაპატაჟებენ. ამის შესახებ კენსინგტონის სასახლის 10 აპრილის განცხადებაშია ნათქვამი: „მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მოვიწვიოთ ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები, არც ბრიტანეთიდან, არც სხვა ქვეყნებიდან“, – განაცხადა სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა.

ქორწილის ცერემონიას არ დაესწრება არც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და არც ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს. BBC News-ის ცნობით მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილს არც ბარაკ და მიშელ ობამები დაესწრებიან, რომლებიც პრინცი ჰარის მეგობრებად ითვლებიან. ჯამში ქორწილში 6 ათასამდე სტუმარია დაპატიჟებული, 2640 ბრიტანელი კი ცერემონიას უინძორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მაიდევნებს თვალს. მათ შორის იქნებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, ვინც ტრამვები მოვალეოებების შესრულებისას მიიღეს. ასვე ქორწილს დაესწრება ამელია ტომსონი, რომელიც მანჩესტერში არიანა გრანდეს კონცერტზე ტერაქტის შედეგად დაშავდა.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები