LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი და ჰარი დედის ხსოვნას ძეგლს დაუდგამენ

76

პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალების 20 წლისთავზე, მისი ვაჟიშვილები დედის ხსოვნას ძეგლს მიუძღვნიან. ამის შესახებ მათ ოფიციალურ განცხადებაში გახდა ცნობილი: „დედის გარდაცვალებვიდან 20 წელი გავიდა. ახლა სწორედ ის დროა, რომ მის ძეგლს მთელს მსოფლიოში დადებითი რეაქცია მოჰყვეს. იმედი გვაქვს, რომ მემორიალი კენსინგტონის სასახლის სტუმრებს მის ცხოვრებასა და შთამომავლობაზე დააფიქრებს“.

პრინცესა დიანას ძეგლი კენსინგტონის სასახლის ბაღში განთავსდება. ამ ეტაპზე უცნობია იმ არქიტექტორის ვინაობა, რომელიც ამ საპასუხისმგებლო მისიით დაკავდება.

შეგახსენებთ, რომ დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები