LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან

136

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან. დღეს ეს ინფორმაცია კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. განცხადება კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც  მიდლტონმა ჰორსნეი-როუდის ბავშთა ცენტრში დაგეგმილი ვიზიტი გადადო: „მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია ორსულადაა. სამეფო ოჯახის წევრები აღფრთოვანებულნი არიან ამ სიახლით. როგორც წინა ორი ორსულობის დროს, ჰერცოგინიას ამჯერადაც ტოქსიკოზი აწუხებს, რის გამოც მისი ჰორსნეი-როუდში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ჰერცოგინია ამჯერად კენსინგტონის სასახლეში იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ ეტაპზე ქეითის ორსულობის ვადა და ბავშვის სქესი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონისთვის ეს მესამე შვილი იქნება. პირველი ვაჟი, ჯორჯი ამჯერად 4 წლისაა, ქლიშვილი შარლოტა კი, ორის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები