LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი ლედი გაგაზე ნაწყენია

42

ცოტა ხნის წინ, პრინცმა უილიამმა და მომღერალმა ლედი გაგამ facetime-ის საშუალებით ფსიქიკურ აშლილობაზე ისაუბრეს. ვიდეოდან, რომელიც ქსელში გავრცელდა, ჩანდა, რომ მომღერალმა და სამეფო ტახტის მემკვიდრემ ერთმანეთს არაჩვეულებრივად გაუგეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ერთი შეხედვით.

კერძოდ, პრინცს ეწყინა მომღერლისგან ის, რომ მან პრინცესა დიანას „კიდევ ერთი მკვდარი ქერა“ უწოდა. საუბარია მომღერლის 2013 წლის სიმღერაზე „Princess Die“. როგორც გაირკვა, უილიამმა, რომელიც ლედი გაგას შემოქმედების თაყვანისმცემელი არ არის, სიმღერას ცოტა ხნის წინ შემთხვევით მოუსმინა. სამეფო წყაროს ცნობით, უილიამი ძალიან გააბრაზა ამ ყველაფერმა.

შეგახსენებთ, რომ სიმღერაში ლედი გაგა პრინცესა დიანას არა ავტოკატასტროფას, არამედ თვითმკვლელობას მიაწერს. სამეფო ოჯახი ამ ყველაფერზე ჩივილს არ აპირებს, თუმცა პრინცი ლედი გაგასთან თბილ ურთიერთობას გამორიცხავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები