LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი ყოფილი მეგობარი გოგონას ქორწილს დაესწრება

81

პრინცი უილიამი კათოლიკურ აღდგომას ცოლთან და შვილებთან ერთად არ გაატარებს. კენსინგტონის სასახლემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ველური ბუნების დაცვის საკუთარი კამპანიის ფარგლებში კენიაში გაემგზავრა. თუმცა, ტაბლოიდების ინფორმაციით, უილიამი ყოფილი მეგობარი გოგონას, ჯეკი კრეიგის ქორწილსაც დაესწრება.

prince24032016-02

ჯეკი ცოლად კანადელ პროფესორს, ჯონათან ბეილის მიყვება. ბრიტანული მედიის ცნობით, კრეიგი და უილიამი ერთმანეთს უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე ხვდებოდნენ, თუმცა დღემდე ახლო მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ჯეკი ქეითისა და უილიამის ქორწილში ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იყო, იგი მიდლტონთანაც მეგობრობს. ქორწილის მოსაწვევი ქეითმაც მიიღო, თუმცა სახლში ბავშვებთან დარჩენა არჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები