LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცის 10 ჰიტი, რომლითაც ის მსოფლიომ შეიყვარა

65

დღეს მთელი მსოფლიო პრინცის გარდაცვალებაზე საუბრობს. მოდით ერთად გავიხსენოთ ის ლეგენდარული ჰიტები, რომლითაც 57 წლის ვარსკვლავი მთელმა მსოფლიომ შეიყვარა. მუსიკოსმა თავი დაგვამახსოვრა თამამი და ხშირად პროვოკაციული ტექსტებით და შესრულების ექსტრავაგანტული მანერით.

 

 

Purple Rain

სიმღერა, რომელსაც თამამად შეიძლება პრინცის სავიზიტო ბარათი უწოდოთ. ის 24 კვირა ლიდერობდა Billboard-ის ჩარტებს და გახლავთ საუნდტრეკი ამავე სახელწოდების ფილმიდან, რომელიც ოსკარის მფლობელიც გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=EsRUAoUvP10

When Doves Cry

სხვა პოპულარულ სიმღერებს შორის სწორედ ეს უკანასკნელი იყო ყველაზე დიდი დროით წამყვანი ჩარტების სათავეში.

https://www.youtube.com/watch?v=pYVOrzv61Yg

Let’s Go Crazy

ესაა პრინცის ყველაზე პოპულარული საკონცერტო ტრეკი, რომელიც პუბლიკას განსაკუთრებით უყვარდა გიტარის სოლო პარტიის გამო.

https://www.youtube.com/watch?v=MJDuGjMwsow

The Most Beautiful Girl in the World

მსოფლიოს ყველაზე რომანტიული სიმღერების რეიტინგში დღემდე წარმატებით ლიდერობს პრინცის ეს სიმღერა, რომელიც ულამაზეს ქალბატონებს ეძღვნებათ.

https://www.youtube.com/watch?v=CcIvdzYuA1Q

Kiss

ეს სიმღერა ჟურნალმა Rolling Stone მსოფლიოს 500 საუკეთესო სინგს შორის შეიყვანა, ხოლო გამოცემამ NME  მსოფლიოს 150 საუკეთესო სიმღერას შორის მას მეოთხე პოზიცია არგუნა.

https://www.youtube.com/watch?v=3V0l5HHgMCg

Little Red Corvette

  ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპი გახდა  ფერადკანიანი შემსრულებლის მიერ შესრულებული პირველი სიმღერა, რომელიც  MTV-ის ცხელ როტაციაში მოხვდა. მეორე იყო მაიკლ ჯექსონის Billie Jean.

https://www.youtube.com/watch?v=sEHCNMuX-64

Cream

ესაა 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელიც შესულია ალბომში Diamonds and Pearls.

https://www.youtube.com/watch?v=1Lmq6RDn5O8

I Wanna Be Your Lover

პრინცის  ამ პოპულარულ სიმღერაზე უამრავი შემსრულებლის ქავერი არსებობს. მათ შორის არიან კოლინ ბეილი რეი,  Maroon 5, Kimbra და რეპერი 50 Cent.

https://www.youtube.com/watch?v=Y2K7fdLCK-g

Controversy

ესაა პრინცის სკანდალურ ტრეკებს შორის ყველაზე უფრო პროვოკაციული. ამ სიმღერაში მუსიკოსი სექსსა და რელიგიაზე საუბრობს, რამაც თავის დროზე უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=T0pewqF8POE

1999

ამ სიმღერას წვეულებების ჰიმნს უწოდებენ. ის პრინცმა 1982 წელს ჩაწერა და გაამყარა სუპერვარსკვლავის იმიჯი.

https://www.youtube.com/watch?v=_8CZgaveY_o

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები