LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცისთვის საბავშო ბაღის დღიური გადასახადი 33 ფუნტი იქნება

46

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა შვილისთვის საბავშვო ბაღი უკვე აარჩიეს. პრინცი ჯორჯი, რომელიც ახლა 2.5 წლისაა, ბაღში იანვრიდან წავა. ყოველდღიური გადასახადი 33 ფუნტია.
შედარებისთვის, ლონდონის პრესტიჟულ ბაღებში დღიური გადასახადი 80 ფუნტამდეა.
როგორც ბრიტანულ სახელმწიფო ინსპექციის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, Westacre Montessori, სადაც პრინცს მიიყვანენ, მიიჩნევა კარგ, თუმცა არა საუკეთესო საბავშვო ბაღად.

თავად პრინცი უილიამი პატარა ბაღ Mrs. Mynors’ Nursery School-ში დადიოდა, კენსინგტონის სასახლესთან ახლოს. ბაღი შვილისთვის პრინცესა დაიანამ აარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები