LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჯორჯმა და პრინცესა შარლოტამ დედა და პატარა ძმა მოინახულეს (ფოტო/ვიდეო)

213

ქეით მიდლტონმა მშობიარობიდან რამდენიმე საათში საავადმყოფო დატოვა, თუმცა ამ დროის მანძილზე ის შვილებმაც მოინახულეს. პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა წმინდა მერის სახელობის ჰოსპიტალში  მამამ, პრინცმა უილიამმა მიიყვანა, რომელიც თავად ესწრებოდა მეუღლის მშობიარობას.

ფოტო და ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სკოლის ფორმაში გამოწყობილი ჯორჯი ცოტა მოწყენილი და დაღლილი ჩანდა. სამაგიეროდ არაჩვეულებრივ განწყობაზე იყო 2 წლის პრინცესა შარლოტა, რომელმაც შეკრებილ ჟურნალისტებს ხელი დაუქნია და ღიმილით მიესალმა. პრინცმა ჯორჯმა და შარლოტამ სამშობიარო მალევე დატოვეს. სამეფო ოჯახის სხვა წევრები საავადმყოფოსთან არ გამოჩენილან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები