LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიამმა და ჰარიმ ის დღე გაიხსენეს, როდესაც დედის გარდაცვალება გაიგეს

159

დაახლოებით ერთი კვირა რჩება პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვის თარიღის დადგომამდე. სპეციალურად ამ რიცხვისთვის კი პროექტის პრემიერა მზადდება, რომელიც სამეფო ოჯახის ყოფილი წევრის პირადი ცხოვრების ბევრ დეტალს ახდის ფარდას.

მანამდე კი, დიანას შვილებმა, პრინცებმა უილიამმა და ჰარიმ 1997 წლის იმ დღეებზე ისაუბრეს, როდესაც დედის გარდაცვალების შესახებ პირველად გაიგეს. როგორც აღმოჩნდა, პირველი მათ შორის 12 წლის ჰარი იყო, რომელიც შოტლანდიაში ძმასთან და მამასთან ერთად ისვენებდა:

”მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა – ბავშვს მოუყვე, რომ მეორე მშობელი გარდაიცვალა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს გააკეთო. იმ დღეს მამა ჩვენთან ერთად იყო და ცდილობდა, რომ ყველასგან დავეცვით. მისთვის ძალიან რთული იყო ამ ტრაგედიასთან გამკლავება, რადგან ის ჭირისუფალი იყო.

არ მჯეროდა და ვერ ვიღებდი ამ ფაქტს, თუმცა არსებობს პერიოდი, როდესაც ტრაგედიას ვერ იაზრებ, მეც ასე ვიყავი”.

15 წლის უილიამის განცდები, როგორც გაირკვა ძმის იდენტური იყო: ”მახსოვს, რომ სრულიად დავიცალე. თავბრუ დამეხვა და ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა: ”რატომ? რატომ? რა გავაკეთე, რომ ეს დამემართა?” – იხსენებს უილიამი.

შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანას შესახებ ფილმის პრემიერა 1 სექტემბერს არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები