LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიამმა დევიდ ბექჰემი ვერ გამოიცნო

89

2017 წელს, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრინცი ჰარი ლონდონის უსახლკაროთა სახლს Centrepoint ესტუმრა. იგი როგორც დაწესებულების ხელმძღვანელებს, ისე მასში მაცხოვრებლებს შეხვდა და მონაწილეობა მასტერკლასებსა და ტრენინგებში მიიღო.

მოგვიანებით კი, მომავალმა მონარქმა მაგიდის თამაშ „ვინ ვარ მე?“ ითამაშა, რომლის წესების თანახმად, ყველა მონაწილემ საყვარელი ცნობილი ადამიანის სახელი უნდა დაწეროს და გვერდზე მჯდომს შუბლზე მიაკრას. მონაწილეებმა ერთმანეთს კითხვები უნდა დაუსვან, რაზეც „კი“ ან „არა“ უნდა უპასუხონ, გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად გამოიცნობს.

უილიამმა კი, რომელიც ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია, ვერ შეძლო დევიდ ბექჰემის გამოცნობა.

თამაშის დასრულების შემდეგ დაწესებულება მან საკმაოდ კარგი განწყობით დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი ოფიციალური იყო, მან სრულიად არაფორმალურ გარემოში ჩაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები