LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიამმა იორდანიაში ზუსტად იმ ადგილას იპოზიორა , სადაც პატარა ქეითი ერთობოდა

82

კემბრიჯის ჰერცოგი ისტორიული ვიზიტით ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს. პრინცი უილიამი იორდანიაში იმყოფება.მან უკვე მოინახულა ქალაქი ჯარაშში, სადაც იორდანიის ტახტის მემკვიდრესთან პრინც ჰუსეინთან ერთად ჩავიდა.გამგზავრებამდე უილიამი სირიიდან დევნილ ბავშვებს შეხვდა და სწრაფი რეაგირების ძალების სამხედრო ბაზაც მოინახულა, რომელიც ბრიტანეთის დახმარებით შეიქმნა.

ოფიციალური ნაწილის გარდა, მედიის ყურადღება,  ერთმა გარემოებამ მიიქცია. უილიამი სწორედ იმ ადგილას მივიდა,  სადაც კემბრიჯის ჰერცოგინია თამაშობდა, როცა ბავშვობაში აქ ცხოვრობდა. ფოტოზე  ქეითსა და მის და პიპასთან ერთად, მამა მაიკლ მიდლტონიც ფიგურირებს.

 

როგორც  ჩანს, უილიამს მეუღლის ოჯახური ფოტოს წამოღებაც არ დავიწყებია და  მეტიც,  თავადაც იპოზიორა ზუსტად იმ ადგილას, სადაც პატარა ქეითი ერთობოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები