LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიამმა პილოტის თანამდებობა დატოვა

67

პრინცი უილიამი სასწრაფო დახმარების ვერტმფრენის პილოტი აღარ არის. ამის შესახებ ცნობილი დასავლური ტაბლოიდები წერენ. ამიერიდან, სამეფო ტახტის მემკვიდრე მთლიანად თავისი პირველადი ვალდებულებებით დაკავდება. პრინცი სხვადასხვა ღონისძიებებს ეწვევა და დედოფლის ინტერესებს დაიცავს.

„ჯერ კიდევ ჯარში მსახურების დროს გამიჩნდა ამ საქმეში გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. მიხარია, რომ პროფესიონალთა გუნდის წევრი ვიყავი, რომლებიც ყოველდღიურად უამრავი სიცოცხლის გადარჩენით არიან დაკავებულები“ – განაცხადა პრინცმა.

უკანასკნელი მორიგეობის შემდეგ, უილიამმა კემბრიჯის აეროპორტში თავის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო და მადლობა გადაუხადა მათ.

შეგახსენებთ, რომ პრინცი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ ძალებში 2006-2013 წლებში მსახურობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები