LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემად რჩება გამომძიებლის დამოკიდებულება პროკურორზე – გიორგი გახარია

48

“ჩვენი დღევანდელი ნაბიჯების და რეფორმების მიზეზი და მიზანი არ გახლავთ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება,” – ამის შესახებ შს მინისტმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმირების საკითხზე მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

რეფორმის ძირითად მიმართულებებს შს მინისტრი და მთავარი პროკურორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობენ. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს, კვალიფიკაციის პრობლემაა. გარდა ამისა, გახარიას თქმით, პრობლემად რჩება გამომძიებლის დამოკიდებულება პროკურორზე.

“ჩვენი ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ არის ასე ფართოდ წარმოდგენილი საზოგადოება დღეს. ჩვენ ვეცადეთ, ამ რეფორმების განხილვაში ჩაგვერთო ყველა დაინტერესებული მხარე, რამეთუ კონსენსუსი იყოს მაქსიმალურად ფართო. ჩვენი რეფორმების საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში. მე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, შსს-ზე. მას აქვს თავისი ობიექტური ახსნაც, რადგან ბოლო წლების განმავლობაში როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, შსს-ს გამომძიებელი ფაქტობრივად, სრულადაა დამოკიდებული პროკურორზე. ეს არის ფაქტობრივად, ერთობლივი პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ, რამეთუ შეუძლებელია პასუხისმგებლობის, კომპეტენციის ზრდა, იქ სადაც უფლებამოსილებების ნაწილი არ იქნება უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი.

“დღეს, როდესაც ჩვენ ამ რეფორმებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ უფლებამოსილების გადანაწილებაზეც როგორც პრაქტიკულ, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შსს-ში,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები