LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემურია საკითხი, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული – ომბუდსმენი “ცენტრ პოინტის” საქმეზე

50

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ “ცენტრ-პოინტის” მიერ დაზარალებულთა უფლებების დასაცავად დაკავება – დაპატიმრება გამოსავალი არ არის.

“ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. უშუალოდ საქმეს რაც შეეხება, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, როცა გამოქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილება და გავეცნობით, თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად, ეს საკითხი არის პრობლემური, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული. ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ იმაზე, დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათი აქვთ – ფაქტობრივად არაფერი”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები