LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროცესი შეჩერდა და არ ვაპირებთ გააქტიურებას – ეკა ბესელია კანაფის კულტივაციაზე

26

პროცესი შეჩერდა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“არ ვაპირებთ ამ პროცესის გააქტიურებას და განხილვები არ არის დაგეგმილი ამ პროექტთან დაკავშირებით,” – განაცხადა  ბესელიამ.

კითხვაზე, გაწვეული იქნება თუ არა კანონპროექტი, ბესელიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი საბოლოოდ შეჯერდება იმ ავტორებთან და ინიციატორებთან ერთად, ვინც დოკუმენტი მოამზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები