LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქცია, რომელიც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა

30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 58 მლნ. დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 53 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 15 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 20 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 109 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 70 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 59 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

ცნობისთვის, საქსტატმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელის თანახმადაც, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები