LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომელთაც ყავის ჩანაცვლება შეუძლიათ

284

თუ ვერაფრით ერევით ძილს, ყავის დალევა კი, არ ან შეგიძლიათ ან არ გინდათ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ის სხვა პროდუქტებით.  

 

ბევრისთვის, დილა ცხელი ყავით იწყება, რადგან არომატული სასმელი გამოფხიზლების ერთერთი მარტივი და საუკეთესო საშუალებაა. კოფეინით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ყავა სტიმულატორის ფუნქციას ასრულებს, რომელსაც მომენტალურად შეუძლია ადამიანის ორგანიზმის ამუშავება. მაგრამ რა ვქნათ, თუ ჯანმრთელობა გვზღუდავს ან მატონიზირებელი სასმელი აღარ გვეხმარება გამოფხიზლებაში. გთავაზობთ გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტების ნუსხას, რომლებიც სწრაფად დაუბრუნებენ მოდუნებულ ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობას.

წყალი

გაუწყლოება დაღლილობის ერთერთი მთავარი მიზეზია, უზმოზე რამდენიმე ჭიქა წყლის დალევა კი, სწრაფად აღადგენს სითხის ბალანსს თქვენს ორგანიზმში. იმ შემთხვევაში, თუ წყალი ცივი იქნება, შედეგედიც ორმაგად ეფექტური აღმოჩნდება და ორგანიზმიც მთელი სიმძლავრით ამუშავდება.

1

ფორთოხლის წვენი

არცერთ ხილს არ შეუძლია ორგანიზმის ისე სწრაფად გამოფხიზლება, როგორც ციტრუსს. ერთ ჭიქა ფაორთოხლის წვენს თავისი C ვიტამინით, უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე წყალს, რადგან მას გონებრივი მუშაობის სტიმულირება შეუძლია. თუ არ შემოიფარგლებით ფორთოხლით და წვენს გრეიფრუტს, ლიმონს ან ლაიმის წვენს დაუმატებთ, მაშინ მხნეობა სადილამდე გარანტირებული გექნებათ.

2

კენკრა

მარწყვი, ჟოლო, მოცვი და ნებისმიერი სხვა კენკრა არა მარტო ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებითაა მდიდარი, არამედ ნატურალური სტიმულატორებითაც. მიირთვით დილაობით კენკრა, დაუმატეთ ჰერკულესის ფაფას ან მოამზადეთ სმუზი. რაც ერთდროულად გემრიელიც იქნება და სასრგებლოც.

3

თხილი

ნებისმიერი სახის თხილი ძალების აღდგენის და ენერგიის შევსების საუკეთესო საშუალებაა. დიეტოლოგები განსაკუთრებულ რეკომენდაციას კაკალს უწევენ, რომელიც ჩემპიონია პროტეინების, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების, კალცის, რკინის და სხვა მიკროელემენტების შემცველობით.

4

შავი შოკოლადი

კაკაო მატონიზირებელ ექსტრაქტებს შეიცავს, რომელიც ”ბედნიერების ჰორმონის” – ენდორფინის გამომუშავებას უწყობს ხელს. კაკაო რამდენიმე საათით  უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს მხნეობით, შაქარი კი, აიძულებს გონებას იმუშავოს უფრო სწრაფად. არ დაგავიწდეთ, რომ შოკოლადშიც არის კოფეინი – 100 გრამი დაახლოებით 65 მილიგრამ ”გამამხნევებელ ნივთიერებას” შეიცავს, რაც რა თქმა უნდა, ერთი ჭიქა ყავაზე ნაკლებია, მაგრამ თითქმის იმდენივეა, რაც ერთ ჭიქა მაგარ ჩაიში.

5

ვაშლი

ვაშლი აძლიერებს კონცენტრირების უნარს, ხელს უწყობს კუნთოვანი უჯრედების მუშაობას და აიძულებს მას გამოჰყოს უფრო მეტი ენერგია. ვიტამინების და ანტიოქსიდანტების მთელ ნაკრებსაც თუ დავუმატებთ, მაშინ ყავის მშვენიერ ალტერნატივას მივიღებთ.  

6

ჩაი

მთავარი ბუნებრივი ენერგეტიკიკოფეინი, არა მარტო ყავაში და შავ შოკოლადში, არამედ ჩაიშიც საკმაოდ ბევრია. ტეინი (სწორედ ასე ჰქვიაჩაის კოფეინს”) არაფრით ჩამოუვარდება თავისყავის მეგობარს”, ხშირ შემთხვევაში კი, ჯობნის კიდეც, რადგან მას უფრო ხანგრძლივი და რბილი მოქმედების უნარი აქვს. ყველაზე მეტი ტეინი შავ, თეთრ და მწვანე ჩაის სახეობებშია. მისი ეფექტი კი, ლიმონით, ჯანჯაფილით და სხვა სუნელებით შეგიძლიათ გააძლიეროთ.

IMG_4447

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები