LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომლებიც საუკეთესო ანტიდეპრესანტები არიან

251

მეცნიერ-დიეტოლოგებმა ბანანი და ყველი ტოფუ საუკეთესო ანტიდეპრესანტებად დაასახელეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ პროდუქტებს ადამიანების განწყობის ამაღლება  და  ”ბედნიერების ჰორმონის” გამომუშავების პროვოცირება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები გვიწევენ რეკომენდაციას, ყოველდღიურ რაციონში ხილი, ბოსტნეული და კენკრა ჩავრთოთ. განსაკუთრებულ ეფექტს კი ბანანის რეგულარული მოხმარება გამოიწვევს, რომელიც ორგანიზმზე ზემოქმედებით შოკოლადსაც კი არ ჩამოუვარდება. გარდა იმისა, რომ ხილს შეუძლია კარგი განწყობის გამოწვევა, მასში სასარგებლო მიკროელემენტები და В ჯგუფის ვიტამინები შედის, რომლებიც განყობას ამაღლებენ და ორგანიზმის თავდაცვის უნარს აძლიერებენ. ასეთივე უნარი აქვს ორგანიზმზე სოისგან დამზადებულ ყველ ტოფუსაც. ეს პროდუქტი ორგანიზმს ეხმარება დოფამინი – ბედნიერების ჰორმონი გამოიმუშავოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები