LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტი ჯანმრთელი კბილებისთვის

106

მომხიბვლელი ღიმილი პირველ რიგში ძლიერი და ჯანსაღი კბილებია, რომელთა მოვლა სტომატოლოგის გარეშეც საკმაოდ მარტივია.  გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო პროდუქტს, რომლებიც ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

სეზამის თესლი, რომლის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი, დიდი რაოდენობით კალცს შეიცავს და საიმედოდ იცავს კბილებს ნადების გაჩენისგან. გარდა ამისა, სეზამის თესლი ძალიან უხდება ბოსტნეულის კერძებს. დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი  სალათს და თქვენი რაციონი 87 მლგ. კალცით გამდიდრდება.

კალცით და ფოსფატებით მდიდარი ყველი კბილის მინანქარს აძლიერებს. ამასთანავე, ყველი ნაკლებ მარილს შეიცავს და ხელს უწყობს პირის ღრუში სიმჟავის დონის ნორმალიზებას, რაც თავის მხრივ მიკრობების გავრცელებას აფერხებს. ჩაანაცვლეთ ტკბილეული პატარა ნაჭერი ყველით და თქვენი კბილები ყოველთვის დაცული იქნება კარიესისგან.

პირის ღრუს მოვლისას არ უნდა დაგავიწყდეთ ღრძილებზე ზღუნვა, რომელსთაც უჯრედებში კოლაგენის სინთეზის სტიმულირებისთვის დიდი რაოდენობით С-ვიტამინი სჭირდებათ. მიირთვით დესერტად მოზრდილი კივი, რომელიც С-ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს და შეგიძლიათ აღარ იდარდოთ С-ვიტამინის ნაკლებობაზე.

პიტნის მსგავსად, ოხრახუშიც დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს და საღეჭ რეზინზე უკეთ აგრილებს სუნთქვას. გაამდიდრეთ ნებისმიერ კერძი წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და თქვენი სუნთქვა ყოველთვის ჯანსაღი იქნება!

ნებისმიერ საღეჭ რეზინს ფორას მისცემს ცოცხალი ნიახურიც.  დაღეჭეთ ყოველდღე მცენარის ღერო, მიირთვით ბოსტნეულთან ან ხაჭოსთან ერთად და კბილების ბუნებრივ გაწმენდასთან ერთად პირის ღრუში სიმჟავის აუცილებელ ბალანსსაც შეინარჩუნებთ.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით პირშუშხა ყველა ბაქტერიას ამარცხებს პირის ღრუში. გამოიყენეთ არომატული მცენარე სალათების საკმაზად ან მოამზადეთ პირის სავლები (გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი გახეხილი პირშუშხა ერთ ჭიქა თბილ წყალში).

ხახვი საუკეთესო ანტიბაქტერიალური საშუალებაა პირის ღრუსთვის. მიირთვით ყოველდღე ცოცხალი ხახვი სალათთან ან სხვა პროდუქტთან ერთად, არასასიამოვნო სუნის გასაქრობად კი, კიდევ ერთი “ანტიკარიესული” საშუალება – ოხრახუში დაღეჭეთ.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჯანმრთელი კბილების შენარჩუნების ყველაზე მარტივი საშუალება ჩვეულებრივი წყალია. დალიეთ ყოველდღე მინუმუმ 6 ჭიქა წყალი და აუცილებელად გამოივლეთ პირში ყოველი ტრაპეზის შემდეგ.

ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ კატეხინებით – უძლიერესი ანტიოქსიდანტით მდიდარი მწვანე ჩაიც, რომელიც პირის ღრუს და კბილებს მავნე ბაქტერიებისგან დაიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები