ოპოზიციურ სპექტრთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხლაძემ, შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა, ოპოზიციასთან ერთად კიდევ ერთხელ შეეჯერებინა პოზიცია და ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებიშთვის ეჩვენებინა, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით თანხმობა შესაძლებელია.