LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი „…დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  12 სექტემბერს გაიმართება

104

ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მეოთხე წელია ხორციელდება, სახელწოდებით „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“, წელსაც ჩატარდება. მისი ორგანიზატორია საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი”, ხელმძღვანელი კი, გიორგი სავანელი.

 

პროგრამა 12 საათზე გაიხსნება, სიონის ტაძრის ეზოში, სადაც საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლები., მგალობელთა გუნდი კი შეასრულებს სიმღერას ილიას ლექსის მიხედვით. იგეგმება მსვლელობა სიონის ტაძრიდან, პროცესია ფეხით გაემართება მთაწმინდის პანთეონისკენ, სადაც აღევლინება პარაკლისია ილიას სახელზე და გაიმართება ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის დაჯილდოვების ცერემონია. დაგეგმილია კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენები და საგამოფენო ექსპოზიცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის სარიტუალო დარბაზში. 18:30 საათზე კი საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე

წარმოდგენილი იქნება ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტკლი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ორმაგად პრიორიტეტულია ამ აქტივობის განხორციელება რადგან 2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია – მისი დაბადებიდან სრულდება 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი.

პროექტის ავტორთა ინიციატივით, ინიციატივით სოციალური პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება შიდა ქართლიდან დევნილი, ფრეზეთის, წეროვანის, კარალეთის და შაუმიანის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები 180-200 მოსწავლე, რომელიც ჩაერთვება ღონისძიებაში და დაესწრება ყველა აქტივობას.

ღონისძიების ყველა ეტაპზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები