LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი Yes Georgia ახალგაზრდა მეწარმეებს ეძებს

163

საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი შემდეგ 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი,  ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი,

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მეწარმეთა სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. გასული სამი ეტაპის შედეგად ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ არამხოლოდ  შეესწავლათ მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, არამედ პრაქტიკაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღოთ საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად. დღეს პროექტი ათობით ახალგაზრდა მეწარმესა და სტარტაპერს აერთიანებს, რომლებმაც  წარმატებით გაართვეს თავი საკუთარ ბიზნეს საქმიანობას.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლებას. პირველ ეტაპზე მსმენელები შეისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის  უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნეს პროექტების შექმნა – ბიზნეს-იდეიდან მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელამდე. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ დაფინანსებას. (კონკურსის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ ლინკზე)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები