LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროფილი“ ახალ თოქ-შოუს წარმოგიდგენთ (ვიდეო) – „ანფასი“ მალე „მარაოს“ ეთერში გავა

178

„მარაო რუსთავი 2“ მაყურებელს მალე ახალ თოქშოუს შესთავაზებს. მისი წამყვანი ნუკა ორჯონიკიძე იქნება. ტელეგადაცემის სახელწოდებაა „ანფასი“ და ის ეთერში აპრილის ბოლოს გავა.

„მარაოს“ ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე უკვე გავრცელდა გადაცემის პრომო, რომელსაც მაყურებელი ტელეარხის ეთერშიც იხილავს და მას უკვე მოჰყვა შეკითხვები. „ეს იმას ნიშნავს, რომ „პროფილი“ აღარ გავა ეთერში“? – კითხულობენ „ფეისბუქ“-გვერდზე. „დაელოდეთ, მალე გაიგებთ ყველაფერს“ – პასუხობს ოფიციალური გვერდი.

თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „პროფილი“ თავისი ფორმატით ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, ხოლო რაც შეეხება „ანფასს“, ის ყვითელ თემებზე იქნება ორიენტირებული, რასაც ადრე „პროფილი“ აკეთებდა. მისი სტუმრებიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იქნებიან საინტერესო თემებით და მუსიკალური ნომრებით.

https://www.youtube.com/watch?v=O7Au6MB5B24

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები